ზოგადი დებულებები
- მოცემული წესები და პირობები („წესები“) არეგულირებს მომხმარებლის („მომხმარებელი“) და შპს ინთერნეიშენალ ფინლოუ საფორთ-ს (ს/ნ 406389206) (შემდგომში:” AURUM”) შორის სამართლებრივ ურთიერთობას.
- AURUM-ის გამოყენება ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად ეთანხმება წესებს და იღებს მათ შესრულების ვალდებულებას.
- წესები განსაზღვრავს წვდომას ნებისმიერი პირის მიერ AURUM-ის მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე.
- წესები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელსა და სხვა პირზე, რომელიც დარეგისტრირდება ან მიიღებს წვდომას ან გამოიყენებს მომსახურებას.
- მომხმარებელი, ანგარიშის რეგისტრაციის ან "ვეთანხმები წესებს" ღილაკზე დაწკაპუნებით ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და ეთანხმება წესებსა და პოლიტიკებს.
- AURUM-ი უფლებას იტოვებს შეცვალოს წესები ნებისმიერ დროს. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
- მომხმარებელი გარანტიას იძლევა, რომ იცის ვირტუალური აქტივის რისკები და იღებს პასუხისმგებლობას ტრანზაქციებზე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება მომხმარებლის მიერ და AURUM არ პასუხობს შედეგებზე.
- AURUM არ იძლევა გარანტიას არასასურველ შედეგებზე ვირტუალური აქტივებით ვაჭრობისას.
მომსახურების აღწერა
- AURUM უზრუნველყოფს ვირტუალური აქტივების გადაცვლის მომსახურებას ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში.
- AURUM არ არის ბანკი ან ფინანსური ინსტიტუტი და არ უზრუნველყოფს საკრედიტო ან სადეპოზიტო მომსახურებას.
- მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული წესები და ყველა სხვა რეგულაცია.
მოთხოვნებთან შესაბამისობა
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის 18 წელზე უფროსი.
- მომხმარებელი არ გამოიყენებს AURUM-ს არალეგალური საქონლის შესაძენად, ფულის გათეთრებისთვის, სანქცირებული პირებთან ოპერაციებისთვის ან იურისდიქციებში, სადაც მომსახურება აკრძალულია.
- AURUM უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, უარი თქვას მომსახურებაზე ან შეაჩეროს ანგარიში დარღვევის შემთხვევაში, ან გადასცეს მონაცემები შესაბამის ორგანოებს.
- მომხმარებელი თანხმდება, რომ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მესამე მხარის სერვისები.
რეგისტრაცია და ანგარიშის გახსნა
- AURUM-ის გამოყენებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.
- რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია.
- AURUM უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია AML/KYC პროცედურების ფარგლებში.
- ერთ მომხმარებელზე მხოლოდ ერთი ანგარიშია დაშვებული.
- AURUM შეიძლება შეცვალოს ან განაახლოს პროდუქტის ფუნქციონალი ნებისმიერ დროს.
მომხმარებლის ვალდებულებები
- მომხმარებელმა არ უნდა გადასცეს მომსახურების გამოყენების უფლებები.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება ასლი, განაწილება ან მოდიფიკაცია განახორციელოს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
- მომხმარებელი არ უნდა შეუწყოს ხელი მესამე პირებს განხორციელებაში უნებართვო ქმედებებისა, როგორიცაა ბოტები, რევერს ინჟინერინგი, სერვერების შეფერხება, სისტემების დაზიანება, სხვა ანგარიშების გამოყენება ან სპამის გავრცელება.
ტრანზაქციები
- ყველა ტრანზაქცია ხორციელდება მომხმარებლის მითითებებით.
- ტრანზაქციების გაუქმება ან შეცვლა არ შეიძლება.
- AURUM არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ შეცდომით მითითებულ ანგარიშებზე გადარიცხვაზე.
საფასური და საკომისიები
- ოპერაციებზე ვრცელდება AURUM-ის დადგენილი საკომისიო ტარიფები.
- საკომისიო ტარიფი გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე, მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მას ოპერაციის განხორციელებამდე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- AURUM არ იძლევა გარანტიას უწყვეტი ან შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესახებ.
- AURUM არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის ქმედებებით ან ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეულ ზარალზე.
- მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი საკუთარი ანგარიშის, პაროლისა და ავტორიზაციის მონაცემების უსაფრთხოებაზე.
ინტელექტუალური საკუთრება
- ყველა ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის შპს ინთერნეიშენალ ფინლოუ საფორთ-ს (ს/ნ 406389206).
- მომხმარებელი ვალდებულია თავი შეიკავოს კოპირებისა და უკანონო გამოყენებისაგან.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
- AURUM აგროვებს მხოლოდ საჭირო მონაცემებს მომსახურების უზრუნველსაყოფად, AML/KYC მოთხოვნების შესასრულებლად და მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის.
- შეგროვილი მონაცემები მოიცავს: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა; პირადობის დოკუმენტის ასლი და სელფი; საკონტაქტო ინფორმაცია; საბანკო ანგარიშის და გადახდის დეტალები; IP მისამართი, მოწყობილობისა და ბრაუზერის მონაცემები; ტრანზაქციების ისტორია.
- მონაცემების დამუშავება ხორციელდება ანგარიშის მართვის, AML/KYC მოთხოვნების შესრულების, ტრანზაქციების უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
- მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია: რომელი მონაცემები მუშავდება, რა მიზნით, სამართლებრივი საფუძველი, წყარო, ვადა, ავტომატიზირებული დამუშავება, გაზიარება და საფუძველი/მიზანი.
ანგარიშის გაუქმება
- მომხმარებელი ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ანგარიშის გამოყენება.
- AURUM უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ანგარიში წესების დარღვევის ან AML/KYC რისკების შემთხვევაში.
დავების გადაწყვეტა
- ყველა დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით.
- შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.